logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: წლის მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდი უნდა იყოს
- +

27 აპრილი. 2021. 18:05

 

 

„წლის მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი უნდა იყოს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდი“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

იმუნოლოგის თქმით, სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში იმუნიზაციის ეფექტი არ გამოჩნდება. კულუმბეგოვი ასევე ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინების მისაღებად ნებისმიერი თანხის გადახდისთვისაა მზად, თუმცა, ამ ეტაპზე, ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია.

 

„ამ ეტაპზე, ქვეყანას აქვს ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული, საკმაოდ მაღალი ეფექტიანობის მქონე ჩინური წარმოების ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი