logo_geo
ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა
- +

27 აპრილი. 2021. 20:57

 

 

1990 წლის 4 მაისს ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია მიიღო. 1991 წლის 6 სექტემბერს ლატვიის დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად აღიარა.

 

ამასთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით, მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც ასახული იყო 1989-1991 წლების ისტორიული მოვლენები.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის გულმხურვალე მეგობარი და მხარდამჭერი, ლატვიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ინგრიდა ლევრენცე.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა სტუმარს:

 

„ჩვენთან დღეს ძვირფასი სტუმარი მობრძანდა, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და ჩვენის ძვირფასი მეგობარია. ის შესანიშნავად იცნობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის ისტორიას, მისიას, ამოცანებს, მიზნებს. მან იცის, თუ რა მძიმე ტვირთის მატარებელი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს, რომელიც ქვეყნის ბედისწერის სრულია გამზიარებელია. მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს ჩვენდამი მისი გულწრფელი დამოკიდებულებისათვის და გულითადად მივულოცო ლატვიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგი წლისთავი“.

 

ელჩმა მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზ. ხონელიძეს მუდმივი მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის.

 

„ჩვენს ერებსა და ქვეყნებს თავისუფლების სიყვარული გვაერთიანებს. მიხარია, რომ ამის გამოხატვა ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეგვიძლია, სადაც თქვენი სახით დიდი მეგობრები გვყავს“, – აღნიშნა ქალბატონმა ინგრიდამ.

 

ლატვიის ელჩმა ფოტო-გამოფენის დამთვალიერებლებს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ლატვიელთა მედგარი ბრძოლის შესახებ ესაუბრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი