logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

28 აპრილი. 2021. 01:09

 

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 355 ადამიანს ჩაუტარდა. კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 408 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 479 ინფიცირებული.

 

 

big_banner
არქივი