logo_geo
ნინო სუხიშვილის პანდემიური სააღდგომო დღეები – „სახლში ყოფნა ჩემთვის ფუფუნებაა“
- +

29 აპრილი. 2021. 13:28

 

 

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორისა და გენერალური პროდიუსერის, ნინო სუხიშვილისთვის პანდემიური წელიწადი სასარგებლო იყო იმ მხრივ, რომ სუხიშვილების ანსამბლის ისტორიის წიგნი შეადგინა.

 

„დაიბეჭდა მთელი წლის ნამუშევარი! პანდემიის დროს გაკეთებული წიგნი! ანსამბლის ისტორია და მოღვაწეობა 1945-2020 წწ.” – წერდა ნინო.

 

გარდა ამისა, ცდილობდა, იმ გაჩერებულ პერიოდში პლუსები ეპოვა.

 

აი, როგორი იყო გასული წლის სააღდგომო პერიოდი მისთვის. ძველი ინტერვიუს ამონარიდი.

 

„ჩემთვის სახლში ყოფნა ფუფუნებაც არის. ნამდვილად არ მახსოვს, როდის ვიყავი ამდენ ხანს სახლში და ამასთან, სახლის საქმეები მეკეთებინოს.

 

არ მახსოვს, წყნარად დავმჯდარიყავი, სიჩქარის გარეშე მესაუზმა, გადარბენისა და ფეხზე მდგარი ფინჯანი ყავის დალევის გარეშე…

 

სააღდგომო კერძები მოვამზადე, რომელიც ძალიან მიყვარს და არც კი მახსოვს, ბოლოს როდის გავაკეთე.

 

მაგალითად, ჩაქაფული, ხაჭოს პასკის რამდენიმე ვარიანტი. ამ კერძებს სხვა მიკეთებდა, ან საერთოდ არ ვაკეთებდი.

 

წყნარად ვარ სახლში, წიგნს ვკითხულობ, მაქვს ფიქრის საშუალება. ახალ-ახალი პროექტების უამრავი იდეა მაქვს.

 

როგორც კი შევძლებთ მუშაობის დაწყებას, ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მაყურებლებს.

 

ვცდილობთ ამ განსაცდელს, ამ გამოწვევას გავუძლოთ, დავრჩეთ ოპტიმისტებად და არ დავყაროთ ფარ-ხმალი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი