logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ანექსიის თვალსაჩინო მაგალითია სოფელი აიბღა, ამას არ მიესალმებიან არც აფხაზი ძმები, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტი არ გააჩნიათ
- +

29 აპრილი. 2021. 17:17

 

 

„ანექსიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითია სოფელი აიბღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მდებარეობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით, თუმცა დღესდღეობით იქ ვრცელდება რუსეთის იურისდიქცია“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

 

„ყურადღებას გავამახვილებ ანექსიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითზე, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა სოფელ აიბღას ანექსია განახორციელეს სრულიად უაპელაციოდ. ეს სოფელი წლების და ათწლეულების განმავლობაში მდებარეობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით, თუმცა დღესდღეობით იქ ვრცელდება უკვე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია. რა თქმა უნდა, ამას არ მიესალმებიან არც ჩვენი აფხაზი ძმები, თუმცა მათ წინააღმდეგობის გაწევის სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი