logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე, მინდა, გაითვალისწინოთ რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს
- +

29 აპრილი. 2021. 17:19

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.

 

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს

 

ამასთან, ლილუაშვილის განმარტებით, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმიტაცია, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას.

 

ამას კი, ლილუაშვილის განცხადებით, კარგად იყენებდნენ რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

 

„2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. მინდა, თქვენც ამ საკითხზე საუბრისას, დისკუსიისას გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს. შესაბამისად, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას.

 

ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რათა გაეწიათ დისკრედიტაცია მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატისთვის, რაც ვრცელდება ჟენევაში, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ საერთო პრობლემებზე, რაც უკავშირდება ოკუპაციას.

 

ასევე, ემსახურებოდა იმ ფორმატის აბსოლუტურ დისკრედიტაციას, რაც არის გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების და კრიმინალის სფეროში თანამშრომლობის არსებული ფორმატი, სადაც ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ. და ყველა იმ ფორმატს, რომელიც დღემდე არსებობს, ეფექტურად, თუ არაფექტურად, შედეგების მიხედვით, ყველა ამ მექანიზმს ეწინააღმდეგებოდა ეს ნარატივი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, სადაც დეპუტატებს უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.

 

 

big_banner
არქივი