logo_geo
USAID-ის მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს
- +

1 მაისი. 2021. 11:37

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა. მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ Digital Day in the Life of Georgia-ს მოაწყობს.

 

26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრესტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი