logo_geo
საქართველოს ტაძრებში წინასააღდგომო სამზადისია
- +

1 მაისი. 2021. 17:17

 

 

საქართველოში არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში წინასააღდგომო სამზადისი მიმდინარეობს. ეკლესიებში მსახურება კოვიდრეგულაციების დაცვით წარიმართება, რაც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას გულისხმობს.

 

როგორც სხვა ტაძრებში, სამების საკათედრო ტაძარშიც, სააღდგომო ლიტურგია 22:00 საათიდან დაიწყება. საკათედრო ტაძარში წაიკითხავენ სააღდგომო ეპისტოლეს. სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.

 

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ. სამკაციანი დელეგაცია ისრაელში დღეს დილით გაემგზავრა.

 

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი უკვე შესრულდა.

 

„ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც. რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია, დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

 

 

big_banner
არქივი