logo_geo
ამირან გამყრელიძე: არსებული პრევენციული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს
- +

1 მაისი. 2021. 21:09

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინდური შტამი რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და მოსახლეობამ კვლავ ის რეკომენდაციები უნდა დაიცვას, რომელიც მიღებულია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

 

ინდოეთში რაც ხდება, დღეს ანტირეკორდი იყო და 400 000-გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა, მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ ძალიან აქტიურად ცირკულირებს ბრიტანული შტამიც, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იქნება ბრიტანული შტამი, იქნება ინდური შტამი თუ კიდევ სხვა, იგივე პრევენციული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტად გააქტიურდეს, მხედველობაში მაქვს პირბადე, დისტანცია, სანიტარიული წესრიგი; არა დიდ თავშეყრებს, ასევე საჭიროა ვაქცინაციის გააქტიურება.

 

სხვა რაიმე სპეციფიკური მეთოდი ინდური შტამის შეჩერებისა, გარდა იმ საკარანტინო წესრიგისა, რაც დაწესებულია ქვეყანაში, არ არსებობს. მოწოდებაა მოსახლოებისადმი, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ ინდოეთში მოგზაურობას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი