logo_geo
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს
- +

4 მაისი. 2021. 11:12

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ვითარებას საკმაოდ კარგად მართავს.

 

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის გაუარესებული, ვიდრე იყო მარტ-აპრილში. თუმცა ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ეპიდსიტუაცია საკმაოდ კარგად იმართება. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორისთვის და ის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისია ექიმები, ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ 2000-3000-4 000 შემთხვევა გვქონდეს, აქამდე არ უნდა მივიდეთ. დიდი ლაბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით აქამდე არ უნდა მივიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

big_banner
არქივი