logo_geo
კასპელი ქალი, რომელიც 1905 წელს მის ევროპა გახდა
- +

4 მაისი. 2021. 16:32

 

კასპის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ცნობები ეკატერინე გრიგოლის ასულ თარხნიშვილის შესახებ, რომელმაც 1905 წელს, პარიზში, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა.

 

როგორც მუზეუმში აცხადებენ, ახალგაზრდა გოგონამ, ევროპის არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის, გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად აქ ყვავილების დღესასწაული იმართებოდა. სილამაზის კონკურსიც ამ დღეს ემთხვეოდა.

 

კონკურსში მონაწილე გოგონა ყვავილებით მორთულ ეტლში ჯდებოდა და მაყურებლით სავსე ქუჩაზე ჩაივლიდა. ის ვინც მხარს დაუჭერდა კონკურსანტს, კონვერტი ჩანთაში უნდა ჩაეგდო. ასე დააგროვა ყველაზე მეტი კონვერტი ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ. სავარაუდოდ, ის იმ პერიოდში 15 წლის იყო.

 

ეკატერინე თარხნიშვილი დაიბადა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში გრიგოლ თარხან-მოურავის ოჯახში. ოჯახი სააკაძის შთამომავლად ითვლებოდა. თარხან-მოურავებმა პარიზში 1903-07 წლებში იცხოვრებს. განათლების მისაღებად შვილი პარიზში წაიყვანეს.

 

ეკატერინე 1908 წელს დაოჯახდა და ცოლად გაყვა ფრანგ სტუდენტს, მიშელ სეგალს, რომელიც იმ პერიოდში სტუდენტი იყო. გრიგოლ თარხან-მოურავს არ მოსწონდა სიძე და შვილი რამდენიმე წლის შემდეგ, დააშორა. ეკატერინეს მისგან ნიკოლოზი დარჩა, რომელიც საქართველოში თარხნიშვილის გვარით ცხოვრობდა.

 

საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ეკატერინე თარხნიშვილი ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ის საქართველოში დარჩა. იცოცხლა 1978 წლამდე.

 

 

წყარო: qartli.ge

 

 

big_banner
არქივი