logo_geo
რა უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ თბილისის მეტროს მგზავრებს...
- +

20 აპრილი. 2017. 01:39



თბილისის მეტროს მგზავრებს 19 აპრილს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ ვაგონებში. მგზავრებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი, სადაც ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.


16:00 - რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.

 

16:30 - გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.

 

17:00 - ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ.

 

17:30 - დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ.

 

 18:00 - სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.

 

 18:30 - ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ.

 

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.


მეტროს მგზავრებს, ასევე, საჩუქრად გადასცა წიგნები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელიც უშუალოდ ჩაერთო ამ აქციაში. აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", გამომცემლობა „ინტელექტი" და „არტანუჯი".


ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი