logo_geo
პაატა იმნაძე: „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან გამოცდილი ვაქცინაა, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება
- +

5 მაისი. 2021. 14:58

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აცრისთვის ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება.

 

„რაც შეეხება თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინას, ეს უკვე ძალიან გამოცდილი ვაქცინაა. ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის ადმინისტრირებული. ასე რომ, ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს იმნაძე.

 

 

big_banner
არქივი