logo_geo
ვისი სიტყვები გაახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს
- +

5 მაისი. 2021. 15:07

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იდეალური ურთიერთობებია.

 

„მამათქვენის სიტყვები მინდა გავიმეორო, რომელმაც მან თავის დროს თბილისში თქვა: ასე განსაზღვრა ბედისწერამ და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ უამრავი პროექტის ერთობლივ განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

 

 

big_banner
არქივი