logo_geo
ლაშა ხუციშვილი: 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა
- +

5 მაისი. 2021. 17:49

 

 

„დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა. ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

 

„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს. დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

 

P.S. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა“, - წერს ლაშა ხუციშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი