logo_geo
დღეს კვირაცხოვლობაა
- +

9 მაისი. 2021. 01:27

 

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

 

კვირაცხოვლობას აგრეთვე ეწოდება თომას კვირა. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

 

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანისცა მაცხოვარს და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

 

დღესვე წმინდა მარკოზ მახარებლის ხსენების დღე აღინიშნება.

 

big_banner
არქივი