logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა
- +

9 მაისი. 2021. 10:40

 

 

„ევროპამ გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა. ევროპა გვერდში დაგვიდგა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნას.

 

მისი განცხადებით, ევროპასთან თანამშრომლობა საქართველოს წინსვლის საფუძველია.

 

„მთელ ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოჰყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს. ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ.

big_banner
არქივი