logo_geo
თბილისში ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია
- +

10 მაისი. 2021. 11:00

 

 

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია - ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქ-ჯგუფში „დიდი დიღომი“ გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული.

 

ამასთან, გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებარე კორპუსიდან, ქარის გამო, საგნები ცვიოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი