logo_geo
„ამ ნიშანს ახლა გავათხოვებთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისაგან
- +

10 მაისი. 2021. 13:33

 

 

დღეს ორშაბათია, შესაბამისად ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ცაგარელის თქმით, ამ კვირის მთავარი მოვლენა 11 მაისია, ამ დღეს ახალმთავრეობაა და ყველა ნიშანს მოეთხოვება გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა, 12 მაისიდან კი მდგომარეობა განიმუხტება.

 

ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი ახლა დაბალია. 20 მაისამდე არ გადაიტვირთოთ, ამის შემდეგ კი დაიწყება სასიკეთო პერიოდი. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ კარგი დროა ფინანსების მოზიდვის კუთხით და ამ მიმართულებით აწარმოეთ მოლაპარაკებები.

 

კურო - ყველაზე, აქტიური, წარმატებული და იღბლიანი ხართ ყველა მიმართულებით, როგორც პირად ისე საქმიან სფეროში საოცარი წარმატებები გელოდებათ, თქვენ არ გაქვთ უფლება გაჩერდეთ, უნდა იმოქმედოთ და გამოიყენოთ ეს სასიკეთო პერიოდი.

 

ტყუპები - 20 მაისამდე გირჩევთ იყოთ მშვიდად და თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისაგან, რადგან ახლა თქვენთვის საკმაოდ რთული პერიოდია. ვინაიდან ენერგოტონუსი დაბალია, ჯობს, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ აწარმოოთ, დიდი რისკია, რომ მოტყუვდეთ.

 

კირჩხიბი - ეს ნიშანი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, ინტუიცია კარგი აქვს, ენერგია მაღალი და თავადაც გამოთქვამს სურვილს, რომ აქტიურ სოციალურ საკითხებში მიიღოს მონაწილეობა. წარმატების შანსი ამ ნიშანს ყველა დონეზე აქვთ.

 

ლომი - ამ ნიშანს განსაკუთრებით სჭირდება ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების გამოჩენა, არ გადაიღალოთ და გაუფრთხილდით თავს, თუმცა საქმიან სფეროში კარგი პერიოდია.

 

ქალწული - ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა - ეს თვისებები, ამ ნიშანს მოჭარბებულად ექნება. მისთვის 20 მაისამდე საუკეთესო პერიოდია და მაქსიმალურად უნდა იმუშაონ.

 

სასწორი - სასწორს ცოტა სირთულეები ექნება, რადგან სამუშაო სფეროში, შესაძლოა კონკურენცია იგრძნოს. მიმდინარე კვირაში ამ ნიშნას მეტი დიპლომატია და თავდაჭერილობა მართებს.

 

მორიელი - საოცრად მიმზიდველი და შარმიანია, საუკეთესო პერიოდი აქვს პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია კომუნიკაციებისათვისაც.

 

მშვილდოსანი - ახალმთვარეობის შემდეგ გამოცოცხლდებიან, ამიტომ 12 მაისიდან უფრო დიდი ენერგოტონუსს იგრძნობს, მე მაინც ვურჩევ, რომ 20 მაისამდე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებენ.

 

თხის რქა - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი აქვს. კარგი პერიოდი აქვს როგორც პირადში, ისე საქმიან სფეროში, მისთვის ახლა მთავრია, პრიორიტეტები განსაზღვროს და გადაწყვიტოს, რომელი უფრო ურჩევნია.

 

მერწყული - კვირის პირველ ნახევარში არ გიმართლებთ, თქვენ მიმართ პრეტენზიები და წყენის ტენდენციები იქნება გააქტიურებული. ეს დრო გამოიყენეთ ურთიერთობების მოსაგვარებლად, ოჯახური ურთიერთობა და სტაბილურობა ახლა მერწყულისთვის ყველაზე კარგია. 12 მაისიდან კი საქმიან სფეროში წარმატების შანსები გაიზრდება.

 

თევზები - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია. მოემზადეთ კარგი პერიოდისთვის, ამ ნიშანს წელს ჩვენ გავათხოვებთ. ის არის როგორც პირადულ, ისე საქმიან სფეროში ძალიან საინტერესო და წარმატებული.

 

 

big_banner
არქივი