logo_geo
მეუფე სტეფანე: ვერავინ დამიმტკიცებს და დამისაბუთებს, რომ ჩემგან რამე აგრესია იყო პროვოცირებული
- +

10 მაისი. 2021. 15:04

 

 

„ვერავინ მეტყვის, ვერ დამიმტკიცებს და დამისაბუთებს, რომ როდისმე ვინმესთან აგრესიულად მივედი და ჩემგან რაიმე აგრესია იყო პროვოცირებული“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ყველაფერი, ყვირილი და ამბები დიაკვნების საკითხით დაიწყო. რა ვთხოვე მე მათ? თავიანთი მოვალეობის შესრულება. დიაკვანი არის იმისთვის, რომ ეკლესიაში იმსახუროს. ეკლესიაში მსახურება, პირველ რიგში, არის ეპისკოპოსთან მსახურება. თუ ვინმეს ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, გეტყვით, რომ მოციქულთა საქმეში პირდაპირ წერია, როგორ მოხდა დიაკვნების გამორჩევა. ისინი გამოარჩიეს იმისთვის, რომ მათ შეემსუბუქებინათ მოციქულების საქმიანობა. დღევანდელ დღეს, მოციქულების მოვალეობას ასრულებენ ეპისკოპოსები. ასე გვასწავლის ეკლესიის სწავლება. მღდელმთავარმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი