logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 მაისი. 2021. 11:04

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 349, პისიარ-ტესტით – 8 183.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 324 256 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა, 4 336 კი, გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 689.

 

კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 296 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 775 პირი.

 

 

big_banner
არქივი