logo_geo
თამარ გაბუნია: ყველაზე დატვირთული საწოლფონდი თბილისშია
- +

11 მაისი. 2021. 12:20

 

 

„მთელ ქვეყანაში მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„თბილისში საწოლების რაოდენობაა 2 823. ყველაზე დიდი დატვირთვა საწოლფონდზე თბილისზე მოდის. დღევანდელი მონაცემებით, სულ კლინიკებში რჩება 4 296 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 890 და რეანიმაციაში არის 201პაციენტი. ასევე მობილიზებულია კოვიდ-სასტუმროები და ონლაინ-კლინიკები“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა .

 

 

big_banner
არქივი