თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
-
+
13 მაისი. 2021. 00:21
თბილისში პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავების ოპერაცია ვაკეში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის არის დაკავებული.
უწყებაში საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.