logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება
- +

13 მაისი. 2021. 17:32

 

 

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“  ფორმატში  თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარის ადგილობრივი პროდუქციით მომარაგებაზე  გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით,  ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითრების მიზნით,  უკვე  დაწყებულია  საკვანძო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც  საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების  პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ძლიერი და ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის კი, მინისტრის თქმით,  ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიისთვის სათანადო ყურადღების დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში  „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე სხვადასხვა ჯავშანმანქანა მიიღო. „დელტაში“ ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

როგორც  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა,  ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე,  საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენტული პოზიციის მოპოვებისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

 

 

big_banner
არქივი