logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

14 მაისი. 2021. 03:01

 

 

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 210 ადამიანს, კორონავირუსი დაუდასტურდა 28 პირს.

 

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 104 ინფიცირებული პაციენტი. 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 946 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 224 და გამოჯანმრთელდა 13 879 ინფიცირებული პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი