logo_geo
„Gulf Air“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება
- +

14 მაისი. 2021. 16:14

 

1 ივნისიდან, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია „Gulf Air“ ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. კოვიდ-პანდემიისგან გამოწვეული 1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

„Gulf Air“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

 

„Gulf Air“ მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.

big_banner
არქივი