logo_geo
იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
- +

14 მაისი. 2021. 22:37

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

 

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს. კლინიკის ნეიროქირურგის, კახა ფაცინაშვილის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი