logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
- +

15 მაისი. 2021. 11:03

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 426-ს შეადგენს.

 

დღეს „კოვიდ-19“ 1 576 პირს დაუდასტურდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 14 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 390 შემთხვევა გამოვლინდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი