logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

15 მაისი. 2021. 11:04

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 584 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 44 278 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 539, „პისიარ“ ტესტით – 15 739.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,11%, ბოლო 7 დღის –4,05%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სუ 329 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  307 918 გამოჯანმრთელდა, 4 426 კი, გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 85 286 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 013.

 

კარანტინის რეჟიმშია 60, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 258 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 729 პირი.

 

 

big_banner
არქივი