logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება
- +

15 მაისი. 2021. 16:27

 

 

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

 

,,ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩვენ  მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო ქალაქი, რეგიონი და ვაქცინაციასთან ერთად შევძლოთ, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის თანმიმდევრული, თუმცა სწრაფი აღდგენა.

 

ამავე დროს, რეისების ჩამონათვალს ძალიან მალე დაემატება რეისები ვარშავიდან და საუდის არაბეთიდან და იმ  მიზნობრივი ქვეყნებიდან, საიდანაც ტრადიციულად ასეულობით ათას ტურისტს ვმასპინძლობთ,“ -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines  ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.

 

 

big_banner
არქივი