logo_geo
საქართველოში ტემპერატურა +35 გრადუსამდე აიწევს
- +

15 მაისი. 2021. 21:08

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ტემპერატურა აიწევს.

 

მათი ცნობით, 15-17 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.

 

15- 17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

 

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

big_banner
არქივი