logo_geo
საქართველოს პირველი არხის შოუ „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა
- +

15 მაისი. 2021. 23:50

 

 

ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს, „ვოისის“ გამარჯვებული სტეფანეს გუნდის წარმომადგენელი მაგდა ივანიშვილი გახდა.

 

გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის მაყურებელმა გამოავლინა. სულ შემოვიდა 1 039 760 ხმა. მაგდა ივანიშვილმა მაყურებელთა ხმების 25,39 პროცენტი მიიღო. გამარჯვებულს შოუ „ვოისის“ ჯილდო და 20 ათასი ლარი ერგო.

 

საქართველოს პირველი არხის შოუ „ვოისის“ მწვრთნელები არიან: ქართული ფოლკ როკის ლეგენდა – ნიაზ დიასამიძე, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი – სალიო, სტეფანე – პოპ სენსაცია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გაცდა, ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.

 

 

big_banner
არქივი