logo_geo
ამირან გამყრელიძე: ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე
- +

17 მაისი. 2021. 15:59

 

 

„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავაც მაღალია.

 

„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი