ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. არც მაქვს ისეთი მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება, რომ ამაზე საუბარი ღირდეს. ერთადერთხელ მიყვარდა, ერთადერთი ადამიანი მყავდა და დღეს აღარ მყავს. არც მანამდე და არც მის შემდეგ არავინ არ მყოლია. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება სულ... და მეტი არც არაფერი. მე მგონია, რომ პირად ცხოვრებაზე იმან უნდა ისაუბროს, ვისაც უხარია. ვისაც აქვს მოსაყოლი, თუნდაც 10 შეყვარებული ჰყავდეთ გამოცვლილი, მერე რა?! მე არ მყოლია, თორემ არ ვთვლი, რომ სხვას არ უნდა ჰყავდეს. მე რა მოვყვე? - რომ ერთადერთხელ მქონდა ურთიერთობა და ისიც ისე დასრულდა, რომ გახსენებაც არ მინდა? ეს რა მოსაყოლია? ყველა კარგად იყოს თავის გზაზე... არანაირი სამაგიერო და არანაირი ამბების გარკვევა. რაღაც არ იყო სწორად, არ იყო ჩემთვის მისაღები. ამიტომ უბრალოდ მოვტრიალდი, წამოვედი და მორჩა."-აღნიშნავს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.
„ჩემთვის ერთი იყო სიყვარული, მაგრამ ზოგადად ალბათ იმდენია, რამდენჯერაც მოდის. ჩემი აზრით, სიყვარული ის კი არაა, როცა გაიცნობენ ისეთს, როგორიც არის და მერე ეძალავებიან ადამიანს, რომ შეცვალონ და გადააკეთონ ისე, როგორც მათ უნდათ. სიყვარული უფრო ისაა, როცა ორივე ადამიანს თვითონ უჩნდება სურვილი, ერთმანეთის გამო და ერთმანეთის გასაბედნიერებლად შეიცვალონ. როცა ამის სურვილი არ არის - ურთიერთობაც არაფერი არ არის, ალბათ."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: