logo_geo
დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია
- +

17 მაისი. 2021. 16:30

 

 

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM“ ეცნობიან.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს.

 

აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები დუბაიდან თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე, „დუბაი-თბილისი“ ფრენებს ასრულებენ „Fly Dubai“ და „Air Arabia“, რომელსაც ზაფხულიდან „დუბაი-ბათუმის“ მიმართულებაც დაემატება.

 

დღეს, საქართველოს სტენდს სტუმრობდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, რომელიც გამოფენის მიმდინარეობითა და გამოფენაში საქართველოს ჩართულობით დაინტერესდა.

 

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 62 ქვეყნიდან მონაწილეობენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ კომპანიების წარმომადგენლებთან. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი