logo_geo
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო
- +

18 მაისი. 2021. 12:43

 

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

 

კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება სრულად.

 

ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, - წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი