logo_geo
მთავარეპისკოპოსმა სპირიდონი: დღეში 9-ჯერ ვარ საცემი ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თქვენ რა?
- +

18 მაისი. 2021. 12:58

 

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა LGBTQ  უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის პარტიები „შეაჩვენა“.

 

„სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე!

 

დღეში 9-ჯერ ვარ საცემი ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თქვენ რა? ლანძღვა-გინება რამეს გიშველით?“ – დაწერა მეუფე სპირიდონმა.

 

ცნობისთვის, Tbilisi Pride-ს ინიციატივით, 15 პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა. პარტიები დებენ პირობას, რომ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცული იქნება.

 

ხელმომწერი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „რეფორმერი“, „მოძრაობა დროა“, „სამართლიანობისთვის“, „ერთიანი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პროგრესი და თავისუფლება“, „გამარჯვებული საქართველო“.

big_banner
არქივი