logo_geo
თამარ გაბუნია: ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - დღეს საქართველოში 80 ათასამდე აცრილი ადამიანია
- +

18 მაისი. 2021. 13:34

 

„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგროც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დავიწყეთ, ამ ეტაპზე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

 

„ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, მოგვცა შესაძლებლობა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.

 

ამ პერიოდში ჩვენი პიკური მაჩვენებელი 24 საათში 1 500-მდე ინფიცირებული აღმოჩნდა. სისტემისთვის ეს მართვადია, მთავარია, შეზღუდვების შემსუბუქებამ მატება არ გამოიწვიოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი