logo_geo
პირი, რომელმაც წყალტუბოში სავარაუდოდ მე-12 კლასელი დაჭრა პოლიციაში მივიდა
- +

19 მაისი. 2021. 21:50

 

 

წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა.  როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა და  გამოძიებასთან თანამშრომლობა სურს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სხვისი მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ჭრილობა წაქცევის შედეგად მიიღო.

 

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი