logo_geo
რუსთავთან ახლოს მგელმა შუახნის კაცი დაკბინა
- +

20 მაისი. 2021. 15:06

 

რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ეკლესიასთან, შუახნის კაცი მგელმა დაკბინა.  დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას INFORUSTAVI ავრცელებს.

 

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განაცხადა, კაცი, დაახლოებით, 2-3 დღის დაკბენილი იყო.

 

„2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამდე“, - განაცხადა ირაკლი ჯანგულაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი