logo_geo
ევროვიზია 2021-ის მეორე ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა - მათ შორის არ არის საქართველო
- +

21 მაისი. 2021. 01:57

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართა.

 

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა –  „YOY“ შეასრულა.

 

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

 

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი