logo_geo
ამირან გამყრელიძე: „სინოვაკით“ აცრისთვის 13 000-ზე მეტი პირი უკვე არის დარეგისტრირებული
- +

23 მაისი. 2021. 02:34

 

„სინოვაკით“ აცრისთვის 13 000-ზე მეტი პირი უკვე არის დარეგისტრირებული,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

გამყრელიძის თქმით, „სინოვაკი“ იქნება მეოთხე ვაქცინა, რომელიც საქართველოში დაინერგება.

 

„ეს არის ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და უკვე დაახლოებით 260 მლნ დოზაზე მეტი აქვს კომპანიას მიწოდებული, როფორც ჩინეთისთვის, ისე სხვადასხვა ქვეყნებისთვის.

 

ამ ვაქცინის მეორე ინექცია კეთდება პირველი დოზიდან 14-დან 28 დღის ფარგლებში. 100 000 დოზა „სინოვაკი“ გაიყოფა ორ ნაწილად და გაკეთდება 50 000 პირზე 18 წლის ზემოთ. შესაბამისად, მერე 14-28 დღის შემდგომ გაკეთდება მეორე დოზა. რეგისტრაცია დაიწყო გუშინ და დღეისთვის უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, 4 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია გრძელდება, თანდათან ემატება ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები.

 

ახლა ქვეყანაში ერთდროულად ხდება სამი ვაქცინის ადმინისტრირება. დამთავრდა „ფაიზერი“ – 29 000 დოზა იყო ადმინისტრირებული და 14 000-მდე ადამიანი აიცრა ორჯერადად . მიმდინარეობს აცრები „ასტრაზენეკათი“, როგორც პირველი, ისე მეორე დოზით. ასევე მიმდინარეობს აცრები ჩინური „სინოფარმით“, რომლითაც უკვე დაახლოებით 37 000-მდე ადამიანია აცრილი და სამშაბათიდან, 21-ე დღიდან იწყება მეორე დოზაზე აცრები. მეორე დოზაზე უკვე 30 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.

 

სწორედ „სინოვაკი“ შედის ახლა მოქმედებაში და ერთდროულად სამი ვაქცინის ადმინისტრირება მოხდება. დღევანდელი დღით, ამ სამივე ვაქცინაზე დაახლოებით 100-მდე სამედიცინო დაწესებულებაა მობილიზებული და 230-მდე ამცრელი ბრიგადაა საქართველოს ყველა რეგიონში“, – განუცხადა საქართველოს პირველს არხს ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი