logo_geo
რის მიმართ აქვთ ალერგია თბილისელებს
- +

21 აპრილი. 2017. 23:20



გაზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს ალერგიული ჩივილები. act-global.com-მა ჩაატარა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა ალერგიები აწუხებს თბილისის მოსახლეობას.


კვლევის მონაცემებიდან ირკვევა, რომ თბილისელების უმრავლესობა არ არის ალერგიული (75%).


როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლების 7% ალერგიულია მცენარეების მიმართ. თბილისელების 6%-ს აქვს მტვრის მიმართ ალერგია. მსგავსი წილით გვხვდებიან გარკვეული წამლების მიმართ ალერგიული თბილისელებიც (6%).


კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობის 3%-ს ზოგირთ საჭმელზე აქვს ალერგია. თბილისელებში ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული ცხოველების მიმართ ალერგია (1%) და ალერგია სასმელებზე (1%).





წყარო act-global.com 

 

 

 

big_banner
არქივი