logo_geo
დიმიტრი კულება: უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად 2021 წელი საუკეთესო მომენტია
- +

27 მაისი. 2021. 03:02

 

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის და კიევისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიწვიეს ქვეყანა ალიანსის სამიტზე.

ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი, გამართონ დახურული სამიტი, თუმცა არ გვესმის, როგორ შეიძლება არ მიიწვიონ უკრაინა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა.

 

კულებას თქმით, კიევი მადლიერია ნატო-სი ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურების გამო, თუმცა მინისტრის თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით.

 

„როდესაც ჩვენ უკრაინაში გვადანაშაულებენ ძალიან ნელი რეფორმებისთვის, რისი თქმა შეგვიძლია ალიანსის გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაზე, რომლებსაც უკვე 13 წელია, მტვერი ედებათ?” – განაცხადა კულებამ.

 

კულებას თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ.

 

„თუ 2008 წელს გაიცა პირობა, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებოდნენ ნატო-ს წევრები და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაა, მაშინ რთული წარმოსადგენია უფრო უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე 2021 წელია” – აცხადებს კულება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი