logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: პოლიცია თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე სტრუქტურად ჩამოყალიბდა
- +

31 მაისი. 2021. 11:50

 

 

„დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრზიდენტის თქმით, საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა.

 

„ამ მიზნის მიღწევაში პოლიციის როლი უდიდესია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულიად აირეკლა სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, ის თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა 3 პოლიციელი: ეკა ბუცხრიკიძე, ანი ნაცარაშვილი და გვანცა გოგავა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში.

 

 

big_banner
არქივი