logo_geo
„გირჩი“ პარლამენტში წყლის თოფებით ერთობა
- +

31 მაისი. 2021. 14:41

 

 

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში როცა შევა, ისინი წყლის თოფით გაწუწავენ – „ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით“.

 

დღეს პარტიის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, „გირჩის“ ლიდერები სანდრო რაქვიაშვილი და ვახო მეგრელიშვილი პარლამენტის ფანჯრებთან „შეიარაღებულები“, წყლის თოფებით დგანან.

 

ამაზე „პრაიმტაიმი“ პარტიის ლიდერ იაგო ხვიჩიას ესაუბრა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არ შემოდის, ეს სახუმარო მიმია, იმაზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვთქვით. მათ გაწუწვას არ ვაპირებთ, ეს უბრალოდ ხუმრობაა“, – ამბობს ხვიჩია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი