logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველა სახის წარმატების მაღალი შანსი აქვს
- +

31 მაისი. 2021. 16:11

 

 

„ეს არის ივნისში ყველაზე კარგი კვირა, შემდეგი კვირიდან დაძაბულობა რადიკალურად მოიმატებს, რადგან იწყება კოსმიური შტორმის ზონა, ანუ გვაქვს მზის დაბნელება და შემდეგ დედამიწა გადადის უარყოფით ენერგო ველში, ამიტომ ყველაფერი მნიშვნელოვანი ამ კვირაში უნდა მოასწროთ მაქსიმუმ 8 ივნისამდე“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს.

 

რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს - 2-3-4 ივნისს არის, აკონტროლეთ არტერიული წნევა და თუ შესაძლებლობა არის, დაისვენეთ.

 

ხუთშაბათს - 3 ივნისს სიყვარულის პლანეტა გადაინაცვლებს ტყუპებიდან და გადავა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც 27 ივნისამდე გასტანს.

 

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

 

ვერძი - ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ემოციურად ძლიერი. ვერძისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ასტროლოგი ვერძებს ურჩევს ბევრი იკითხონ, რათა საინტერესო იდეები უკეთ წარმოაჩინონ.

 

მეგობრებთან, მეზობლებთან, დებთან-ძმებთან ურთიერთობა რადიკალურად გაუმჯობესდება, ასევე უფროსებთან სამსახურში.

 

ფინანსური წარმატების შესაძლებლობა 21-ივნისამდე გაქვთ.

 

კურო - ასტროლოგი კუროებს, ამ კვირაში საქმიანი კუთხით აქტიურობას ურჩევს. ფინანსური კუთხით მათთვისაც კარგი პერიოდია, ასევე კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

 

მაგრამ ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას, შემდეგი კვირა უფრო რთულია და ამ კვირაში თან საქმე და თან დასვენება უმჯობესია.

 

ტყუპები - იაქტიურეთ, ახლა თქვენი დროა, რადგან მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ხართ შარმიანები და შესანიშნავი ლიდერი.

 

თქვენს იდეებს აქვს ოქროს ფასი და გამოიყენეთ ეს კვირა პროფესიული და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

 

კირჩხიბი - საქმიანი კუთხით პოზიტიური შანსები აქვთ. იაქტიურეთ და მოახდინეთ თქვენი იდეების რეალიზაცია.

 

თუმცა ამ კვირაში კირჩხიბის იმუნიტეტი კლებულობს, ამიტომ მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ნუ გადაიღლებით და გადაიტვირთებით.

 

აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან, რადგან აქტიურდებიან ფარული მტრებ. გახსოვდეთ თქვენ შედიხართ დაბადების წინა ზონაში, რომელიც ერთ-ერთი რთული პერიოდია.

 

ლომი - აქტიური და ენერგიულია, რომელიც მას მეტ ემოციურობას მატებს. ზედმეტმა ემოციებმა და სულსწრაფობამ შეიძლება შეცდომები დააშვებინოს, ურთიერთ წინააღმდეგობრივი პერიოდია.

 

ქალწული - არ არის მსუბუქი პერიოდი, რადგან მათი ენერგოტონუსი კლებულობს, ეცადეთ, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, მაგრამ თუ დასვენების საშუალებას მისცემთ თქვენს ორგანიზმს, საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის.

 

ახლა თქვენი იდეა, რომელსაც წარადგენთ ხელმძღვანელებთან, შესაძლოა იქნეს მოწონებული, პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის კარგი პერიოდია.

 

სასწორი - ეთიკურები, დახვეწილები და მიმზიდველები ხართ. ენერგოტონუსი მაღალია.

 

კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. ყველანაირად იმოქმედეთ აქტიურად, რადგან ჯანმრთელობა ამის საშუალებას გაძლევთ.

 

მორიელი - ენერგოტონუსი ეცემა და შესაძლოა, მალე გადაიღალოთ, ამიტომ ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს აღდგენის საშუალება. საქმიანი კუთხით კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

 

ასტროლოგი მორიელის ზოდიაქოს წარმომადგენლებს ურჩევს, ჯერ გაასაიდუმლონ თავიანთი ქმედებები, ჯერ ნაბიჯი გადადგან და მერე გათქვან.

 

შემდეგი კვირა უფრო რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები ეცადეთ, ამ კვირაში მოაგვაროთ.

 

მშვილდოსანი - ძალიან ქარიზმატული, აქტიური და წარმატებულია. საუკეთესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

 

მატერიალური დივიდენდების მოსაპოვებლად, კარიერული განვითარებისთვის, ლატარიებში მოსაგებად კარგი პერიოდია. ყველას სახის წარმატების შანსი აქვს მშვილდოსანს.

 

ენერგოტონუსი მაღლდება, ამიტომ ეს ნიშანი კონტაქტურია, კომუნიკაბელურია და იბევრებს წარმატებას.

 

თხის რქა - საუკეთესო პერიოდია შვილებთან და სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

 

ენერგოტონუსი მცირდება და ამიტომ დასვენების საშუალება მიეცით საკუთარ თავს.

 

მერწყული - ერთ-ერთი საუკეთესო კვირა აქვთ. გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა.

 

დაიწყებენ სახლში რემონტს, თუ ამის აუცილებლობა არის.

 

თევზები - ვთხოვ თევზებს, იყვნენ აქტიურები ამ კვირაში, რადგან შემდეგი კვირა უფრო რთული აქვთ. ინტუიცია მდგრადია, რომელიც ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებაში.

 

 

big_banner
არქივი