logo_geo
ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 100-ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა
- +

31 მაისი. 2021. 20:43

 

 

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 100-ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კლინიკებში მხოლოდ 50 ადამიანია გადაყვანილი, მოწამლულთა რაოდენობა კი ზუსტდება.

 

ადგილზე იმყოფებიან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

 

ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი