logo_geo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამა
- +

1 ივნისი. 2021. 02:31

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამა. ამიერიდან, ბრიტანული ვარიანტი ბერძნული ანბანის პირველი ასოს შესაბამისად, ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ბეტა, ბრაზილიური – გამა, ხოლო ინდურ ვარიანტს დელტა დაერქმევა.

 

ამ ნაბიჯით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, ქვეყნების სტიგმატიზაცია თავიდან აირიდოს. თუმცა, ანბანის შესაბამისად მოხსენიება არ ჩაანაცვლებს, შტამების მეცნიერულად დადგენილ ოფიციალურ დასახელებებს.

 

შტამებისა და მათი შესატყვისი ანბანური თანმიმდევრობა, ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

big_banner
არქივი