logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 896 პაციენტი
- +

2 ივნისი. 2021. 11:06

 

 

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516  გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია – 149 191  ადამიანი, დღიურად აცრილია  5 251.

 

კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.

 

ამასთან, პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი